ქართული

🔷 თბილისი, კოსტავას N68
📞 +995(595) 05 30 19

ალაპროლიპონი

ალაპროლიპონი

ალაპროლიპონი შეიცავს ალფა-ლიპოის მჟავას, რომელიც წარმოადგენს ორგანულ კარბონის მჟავას. ალფა-ლიპოის მჟავა სხვა დანარჩენ ფუნქციასთან ერთად არის ნერვული უჯრედების მემბრანის შემადგენელი კომპონენტი და მიტოქონდრიალური მულტიფერმენტული კომპლექსების კოფერმენტი. ალაპროლიპონი გამოირჩევა სელენისა და B ჯგუფის ვიტამინების მაღალი შემცველობით: თიამინი (ვიტამინი B1), რიბოფლავინი (ვიტამინი B2), ნიაცინი (ვიტამინი B3), პანთოტენის მჟავა (ვიტამინი B5) და ბიოტინი. პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი B ჯგუფის ვიტამინები უზრუნველყოფენ ნორმალურ ენერგეტიკულ ცვლას. Bბიოტინი, ნიაცინი, რიბოფლავინი და თიამინი ხელს უწყობენ ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. პანთოტენის მჟავას წვლილი შეაქვს კორტიკოსტეროიდების, D ვიტამინის და ზოგიერთი ნეირომედიატორის სინთეზში, მნიშვნელოვანია ფსიქიკური პროცესების სათანადო წარმართვისათვის. რიბოფლავინი აუცილებელია ნორმალური მხედველობისათვის, ისევე როგორც სელენი რიბოფლავინი იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.
რეკომენდაცია გამოყენებისათვის: პროდუქტი რეკომენდებულია ალფა-ლიპოის მჟავათი, სელენითა და B ჯგუფის ვიტამინებით დიეტის გასამდიდრებლად.

რეკომენდებული დოზირება: მოზრდილები 2 კაფსულა დღეში ერთხელ, ჭამის დროს. არ არის რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება. ბიოლოგიურად აქტიური დანამატები არ წარმოადგენენ მრავალფეროვანი დიეტის ჩანაცვლებას. ჯანმრთელობის შენარჩუნება მოითხოვს დაბალანსებულ დიეტას და ცხოვრების ჯანსაღ წესს.

უკუჩვენება: ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა პრეპარატის გამოყენებამდე უნდა გაიარონ ექიმის კონსულტაცია.

სადღეღამისო დოზის (2 კაფსულა) შემადგენლობა: ალფა-ლიპოის მჟავა -600 მგ; ნიაცინი (ვიტამინი B3)- 16მგ(100%**); პანთოტენის მჟავა (ვიტამინი B5)-6მგ(100%**); რიბოფლავინი (ვიტამინი B2)-1,4მგ(100%**); თიამინი (ვიტამინი B1)-1,1მგ(100%**);სელენი-55 μგ (100%**) ; ბიოტინი-50 μგ (100%**).
**% ორგანიზმის დღიური მოთხოვნილება.
ინგრედიენტები: ალფა-ლიპოის მჟავა, ჟელატინი (კაფსულის გარსის კომპონენტი), ცელულოზა, შეწებების საწინააღმდეგო აგენტი: ცხიმოვანაი მჟავების მაგნიუმის მარილები, მალტოდექსტრინი, ნიკოტინამიდი, კალციუმის D-პანტოთენატი, სელენი (IV)(ნატრიუმის სელენატი), საღებავი:ტიტანის დიოქსიდი, რიბოფლავინი, თიამინის მონოჰიდრატი, D- ბიოტინი .

შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი

მასა: 17გ